ჩვენ შესახებ
დეველოპერული კომპანია “ზიგმა” პრემიუმ კლასის, მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული.
“ზიგმას” მთავარი მიზანი მაცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.
ამჟამად კომპანია საბურთალოზე, მეტროსადგურ “უნივერსიტეტთან” პირველ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელსაც საქართველოს ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 დონიან პარკინგთან ერთად, მიწის ზევით 30 სართულს ითვალისწინებს და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი ლარია.